მაჩალიკაშვილისთვის სროლის მანძილი, სისხლისა და დნმ-ის კვალი ტყვიაზე - რა წერია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში? - Palitra News

მაჩალიკაშვილისთვის სროლის მანძილი, სისხლისა და დნმ-ის კვალი ტყვიაზე - რა წერია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში?

2018-01-25 16:13:13+04:00

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაეცნო. გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა, ვინაიდან „ტყვიის ფრაგმენტი საკმარისი ზომის არ იყო“.