კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია "მილანის" გასახდელი" - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერიაში შეუშვეს - Palitra News

კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია "მილანის" გასახდელი" - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერიაში შეუშვეს

2018-01-24 11:07:39+04:00

თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრები მივიდნენ. ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და მარიკა დათუკიშვილი მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა თვიდან მერიის დაცვის სამსახური მათ სხდომათა დარბაზში არ უშვებდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, ისინი მერიაში კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივიდნენ.