წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. თუმცა დაზარალებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ჰოსპიტალიზაციაზე უარი განუცხადა. არსებული ინფორმაციიტ მას ტრავმები ტავის არეში აქვს. როგორც ჟურნალისტებს ადგილზე ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა, მის გვარსა და სახელს ვერ აკონკრეტებს.