"მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, მარტო ჩემი შვილი კი არ გაწირეს" - "ბახალას" დედის კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ - Palitra News

"მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, მარტო ჩემი შვილი კი არ გაწირეს" - "ბახალას" დედის კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ

2018-01-23 18:26:13+04:00

მსახიობი გიორგი გოირგანაშვილი დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. შესაბამისმა სამსახურმა გიორგი გიორგანაშვილი დარბაზიდან ბორკილებით გაიყვანეს.გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იხილეთ: "ბახალა" სასამართლო დარბაზშივე დააკავეს