ბათუმში, ლიფტის შახტაში 40-წლამდე ასაკის ქალბატონი ჩავარდა. დაშავებული კლინიკა "მედინაშია" გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალბატონი საზღვაო ჰოსპიტალის თანამშრომელია და ის უფუნქციო ლიფტის შახტაშა ჩავარდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.