მოსამართლე გიორგი არევაძე არ აკონკრეტებს, რატომ განაცხადა უარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაზე - Palitra News

მოსამართლე გიორგი არევაძე არ აკონკრეტებს, რატომ განაცხადა უარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაზე

2018-01-20 15:22:38+04:00

მოსამართლე გიორგი არევაძე არ აკონკრეტებს, რატომ განაცხადა უარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაზე. ჟურნალისტებმა არევაძეს ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება მისი გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ გამოაცხადა.