თამაზ ქვლივიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს - Palitra News

თამაზ ქვლივიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

2018-01-17 13:03:11+04:00

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს. პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

იხილეთ: თამაზ ქვლივიძე, რომელმაც "ბასიანში" 3 პირი დაჭრა, სააპელაციო სასამართლოში მივიდა - ბრალდებულის კადრები ადგილიდან