კალიფორნიაში ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებსაც საკუთარი შვილები დამწყვდეულები ჰყავდათ. 13 ბავშვი, რომელთა ასაკიც 2-დან 29 წლამდე მერყეობს, პოლიციამ რამდენიმე საწოლებზე მიჯაჭვულები აღმოაჩინა. პოლიცია სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც 17 წლის გოგონამ გამოპარვა მოახერხა და სამართალდამცველები გამოიძახა. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით მათ ცუდათ კვებადვნენ.
მშობლებს - დევიდ და ანა ტურპინებს წამებაში დასდეს ბრალი. ისინი სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგებიან.