ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განაცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. "გარდაცვლილი მამაკაცი 36 წლისაა. რაც შეეხება ცოლს, ის თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი", - განაცხადა გოგუამ.