რა ხდებოდა რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე, როდესაც სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - Palitra News

რა ხდებოდა რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე, როდესაც სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

2018-01-08 09:14:15+04:00

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცი და რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი წითელი ხიდიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსის აალების დროს მასში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მძღოლმაც და მგზავრებმაც ტრანსპორტიდან ჩამოსვლა დროულად შეძლეს.