"გუგლის" საძიებო სისტემის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა Bitcoin-ით დაინტერესდა.
დიდი დაინტერესებით სარგებლობდა მობილური ტელეფონის ორი თამაში - Clash Royale და Roblox. საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ორი თურქული სერიალი - „მოპარული ცხოვრება“ და „დაქირავებული სიყვარული.“ ასევე დიდი ინტერესით სარგებლობდა ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. მაყურებლები ამ სერიალით ყველაზე მეტად 2017 წლის სექტემბერსა და ნოემბერში დაინტერესდნენ.