ყაჩაღობა კახეთში - სამმა პირმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. დაჭრილია ოპერატორი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მკურნალობას გურჯაანის საავადმყოფოში გადის. თავდამსხმელებმა 1 000 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს. თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებიათ.