დენის საფასური გაძვირდა - წინასაახალწლოდ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 1,5 თეთრით, რეგიონებში კი 1,28 თეთრით გაიზარდა - Palitra News

დენის საფასური გაძვირდა - წინასაახალწლოდ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 1,5 თეთრით, რეგიონებში კი 1,28 თეთრით გაიზარდა

2017-12-27 17:19:24+04:00

დენის საფასური გაძვირდა - წინასაახალწლოდ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 1,5 თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება სემეკმა მიღო. „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის სხდომაზე უყარეს. შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატსაათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო. ელექტროენერგიის საფასური 1,28 თეთრით რეგიონების მცხოვრებლებსაც გაეზარდათ. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.