ახალი საგზაო რეგულაციები სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებისთვის მომავალი წლიდან ამოქმედდება - Palitra News

ახალი საგზაო რეგულაციები სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებისთვის მომავალი წლიდან ამოქმედდება

2017-12-26 16:25:50+04:00

სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებისთვის მომავალი წლიდან ახალი საგზაო რეგულაციები ამოქმედდება. დედაქალაქის ვიცე მერის განცხადებით, ახალი რეგულაციები მომავალი წლის დასაწყისიდან შევა ძალაში. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, რეგულაციები მიკროავტობუსებს, სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებს შეეხება და მათი დაწესება საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით არის განპირობებული.