სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ამის შესახებ ჩატაევის კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი.