მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდების ჩატარება დედაქალაქის მასშტაბით, არცერთ ქუჩაზე არ იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოქალაქეებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში - ქუჩებში მოუწევთ. სამინისტროში ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ცვლილება 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.