იტალიელმა ასტრონავტმა პაოლო ნესპოლიმ ISS-ის ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად კოსმოსურ სადგურში პიცა დაამზადა. ვიდეო ნესპოლიმ საკუთარ Twitter-ზე ატვირთა. ასტრონავტი აღნიშნავს, რომ "ძალიან, ძალიან მოენატრა პიცა", და სადგურზე ინგრედიენტების გამოგზავნა ითხოვა პროექტის ხელმძღვანელმა კირკ შირმანმა კი კოსმოსში საჭირო პროდუქტი გააგზავნა.