საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, სადაც ის გამოეხმაურა თბილისში, მის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსულ ხალხს და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.„ჩემი ცხოვრება, ჩემი გული, ყველაფერი არის თქვენთან და რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მიყვარს, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ჩვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ სხდომაზე უკრაინის მთელი პოლიტიკური ლიდერები, ყველა მივიდა.