Facebook-მა საბავშვო "მესენჯერი" შექმნა - Palitra News

Facebook-მა საბავშვო "მესენჯერი" შექმნა

2017-12-07 13:07:34+04:00

Facebook-მა გამოუშვა პირველი აპლიკაცია, რომელიც ბავშვებზეა მორგებული. ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ ამერიკაში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. Messenger Kids ზრდასრულებისთვის შექმნილი აპლიკაციის გამარტივებული ვერსიაა, რომელსაც ბევრი დაცვითი მექანიზმი აქვს. მესენჯერის გამოყენებისთვის მცირეწლოვანს მშობლის ნებართვა სჭირდება, ამის შემდეგ კი ბავშვები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოჩატის მეშვეობით კომუნიკაციას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ საბავშვო მესენჯერი უკვე მოიცავს წინასწარ შერჩეულ და ბავშვებისთვის უსაფრთხო გიფების, სტიკერების, ნიღბების ბიბლიოთეკას. ამასთან, კომპანია ირწმუნება, რომ მცირეწლოვანი მომხმარებლების მონაცემებს რეკლამის დამკვეთებს არ მიაწვდის.