არაფხიზელმა მამაკაცმა დედას ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანის თანდასწრებით მიაყენა - ოჯახური ძალადობა ოზურგეთში - Palitra News

არაფხიზელმა მამაკაცმა დედას ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანის თანდასწრებით მიაყენა - ოჯახური ძალადობა ოზურგეთში

2017-12-05 13:07:20+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.