ექიმის კომენტარი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ - Palitra News

ექიმის კომენტარი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ

2017-12-02 16:28:56+04:00

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა. მე-11 კლასის მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. დაჭრილ არასრულწლოვანს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც მას დანით ჰქონდა მიყენებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.