თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის გარჩევა ტრაგიკულად დასრულდა. 51-ე სკოლასთან დაწყებული კონფლიქტი ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევისას ორი არასრულწლოვანი მძიმედ დაიჭრა, მოსწავლეებს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და კი ფეხის არეში მიაყენეს. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა. მეორის მდგომარეობა კი მძიმეა. რესპუბლიკური საავადმყოფოში აცხადებენ რომ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები მიყენებული აქვს როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში. კერძოდ, დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია და ვენა. თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
იხილეთ:
"პაციენტი არის 16 წლის, ის შემოვიდა სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში" - კლინიკის დირექტორი"ხმა გავიგეთ ყვირილის, დაჭრილი ბავშვები ვნახეთ, ერთი დაიღუპა სამწუხაროდ" - თვითმხილველი ვერაში სკოლასთან მომხდარ დაჭრაზე