"მჯერა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამყვება" - რას ფიქრობს კახა კალაძე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე? - Palitra News

"მჯერა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამყვება" - რას ფიქრობს კახა კალაძე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე?

2017-12-01 12:46:02+04:00

მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია, - ასე ეხმაურება კახა კალაძე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას. დედაქალქის მერის თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება და ამ პროცესში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართვა.