ბაფთის ფორმის სპეციალური განათება და ყვითელ ფერებში მორთული ხეები - რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები დამონტაჟდა. პროცესს თბილისის მერი დასწრო. დედაქალაქის მთავარ გამზირზე საახალწლო განათება მთლიანად შეიცვალა. ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი გამოიყო. კახი კალაძე ამბობს რომ მერია მაქსიმალურად ცდილობს, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი ხარისხიანად განათდეს და გემოვნებით მოირთოს. მერიის მიერ შარშან შეძენილი განათებები კი სხვადასხვა უბნებში განაწილდება. პარლამენტის შენობის წინ ტრადიციულად ამზადებენ საახალწლო ნაძვის ხეს. მერიაში აცხადებენ, რომ წლევანდელი ახალი წელი რადიკალურად განსხვავებული იქნება.