ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილ.როგორც ადგილზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. მამაკაცმა კი პატრულს ცეცხლი გაუხსნა.შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო."შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს".