თბილისის მერი, სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად, არქიტექტურის სამსახურთან მიმართებაში შინაარსობრივ ცვლილებებს გეგმავს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, დედაქალაქის იერსახის დამახინჯება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი უნდა მოგვარდეს. როგორც დეპუტატმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ერთი მხრივ უნდა მოიხსნას ბიუროკრატიული ბარიერები, რაც დეველოპერებსა და მენაშენეებს პრობლემებს უქმნის, ხოლო მეორეს მხრივ უნდა მოხდეს ქალაქის ინტერესების დაცვა. უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.