ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლია, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა La Vanguardia იუწყება. მათივე ინფორმაციით, დღეს დილიდან ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში და მადრიდში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში 16 პირია დაკავებული.