ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Periodico პოლიციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ სხვადასხვა მისამართებზე კატალონიის რამდენიმე ქალაქში. ასევე მისამართებზე ჩხრეკა მადრიდში ტარდება.
როგორც პოლიციაში წყარომ აღნიშნა, ჯფუფი, რომლის წინააღმდეგ ოპერაცია ტარდება, ფულის გათეთრებასთანაა დაკავშირებული.