უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო "ლეოგრანდი" დაჯარიმებული არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.
"სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია", - განაცხადა ავგორენმა.
იხილეთ: სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე
ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ
"მინების ჩატეხვა გვინდოდა ვერ გავტეხეთ, მერე ჩაგვიყვანეს წყალში, სიბნელეში" - რას იხსენებს მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრისას "ლეოგრანდში" იყო"ავღანეთში მყავდა სამივე შვილი, ერთი ნაღმზეც აფეთქდა, მაგრამ გადამირჩა, მაინტერესებს აქ რა მოხდა, მშვიდობიან ადგილზე" - გარდაცვლილის მამა