საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღეა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 22 ადამიანს დასჭირდა.
იხილეთ:
სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე
ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ
"მინების ჩატეხვა გვინდოდა ვერ გავტეხეთ, მერე ჩაგვიყვანეს წყალში, სიბნელეში" - რას იხსენებს მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრისას "ლეოგრანდში" იყო "ავღანეთში მყავდა სამივე შვილი, ერთი ნაღმზეც აფეთქდა, მაგრამ გადამირჩა, მაინტერესებს აქ რა მოხდა, მშვიდობიან ადგილზე" - გარდაცვლილის მამა