როგორია სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა? - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი - Palitra News

როგორია სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა? - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

2017-11-25 12:44:42+04:00

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის. როგორც მინისტრი ამბობს, ხანძრის შედეგად აღნიშნულმა მოქალაქეებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. ისინი ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ:

როგორ გამოიყურებოდა ხანძრამდე 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი"

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე

ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა