მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განუცხადა, რითაც პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მისთვის "უდიდესი ჯვარია". „მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.
იხილეთ: პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა