იოგურტის ან მაწვნის მომზადება ახლა უკვე სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი. Yomee ეს არის სამზარეულოს ტექნიკა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ჩვეულბერივი რძის იოგურტად გადაქცევა სულ რაღაც 6 საათში. როგორც ამბობენ, იოგურტის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ჩაასხათ რძე და აარჩიოთ როგორი ტიპის იოგურტი გინდათ. ამ პროცედურის ჩატერება ძილის წინ შეგიძლიათ და როდესაც გაიღვიძებთ თქვენ უკვე მზა ჯანსაღი იოგურტი დაგხვდებათ საუზმისთვის. გარდა ამისა, როგორც მოწყობილობის შემქმნელები ამბობენ, თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ მცენარეული რძის იოგურტებიც როგორიცაა ნუშის, ქოქოსის ან სოიოს იოგურტები. მოწყობილობის აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია წინასწარ შეარჩიოს როგორი იოგურტი სურს მიიღოს, უბრალო, ტკბილი თუ ხილის არომატით. მობილურ აპლიკაციას ასევე მოყვება რეცეპტების ნაირსახეობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ყოველდღე გნასხვავებული იოგურტი მიირთვათ. აპლიკაციის მეშვეობით თქვენ იღებთ შეტყობინებას მომზადების რა ეტაპზეა თქვენი იოგურტი. მანამ სანამ გძინავთ, მუშაობთ ან რომელიმე სხვა აქტივობით ხართ დაკავებული, მოწყობილობა თავის საქმეს აკეთებს. Yomee პირველ რიგში ადუღებს და ურევს რძეს 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მოწყობილობა კვლავ აგრილებს მასას -46 გრადუსამდე, რაც იდეალური ტემპერატურაა კარგი იოგურტის მოსამზადებლად. როდესაც მისი მომზადების პროცესი სრულდება, მოწყობილობა იოგურტის ტემპერატურას 10 გრადუსამდე ზრდის და ის მზადაა მისამრთმევად. იდეის ვატორების თქმით, მათი მოწყობილობის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიირთვას ნამდვილი, ჯანსაღი იოგურტი.