რა ზარალი მიაყენა ძლიერმა მიწისძვრამ აზერბაიჯანს? - Palitra News

რა ზარალი მიაყენა ძლიერმა მიწისძვრამ აზერბაიჯანს?

2017-11-16 09:27:56+04:00

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რვა კი დაზიანდა აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რვა კი დაზიანდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. საცხოვრებელი სახლების დაზიანების გარდა მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.