კადრები ქუთაისიდან - „ქართული მარშის“ წევრები „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ - Palitra News

კადრები ქუთაისიდან - „ქართული მარშის“ წევრები „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ

2017-11-13 18:41:04+04:00

„ქართული მარშის“ წევრები ქუთაისში, „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. „მარშელები“ „ვიტესის“ კაპიტნის და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ. სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას.