ახალი აპლიკაცია მშობლებისთვის: უკვე შეგილიათ დაინახოთ, რომელ საიტებს სტუმრობს თვენი შვილი - Palitra News

ახალი აპლიკაცია მშობლებისთვის: უკვე შეგილიათ დაინახოთ, რომელ საიტებს სტუმრობს თვენი შვილი

2017-11-13 14:52:31+04:00

ამერიკულმა კომპანია mcafee-მ ახალი აპლიკაცია, სახელად safe family parental control შექმნა. აპლიკაცია მშობლებისთვის არის განკუთვნილი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების, პლანშეტებისა და სმარტფონების შესახებ იძლევა ინფორმაციას. უფრო კონკრეტულად, safe family parental control-ის დახმარებით, უფროსები შეძლებენ გააკონტროლონ რომელ საიტებს სტუმრობენ ბავშვები. აპლიკაციის ჩამოწერის შემდეგ, საშუალება გექნებათ არასასურველ საიტზე სტუმრობის დროს, მობილური ტელეფონი, ან კონკრეტული საიტები დაბლოკოთ.