ბათუმში დღეს დილით მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი დააკავეს. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსაახურში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბიბინეიშვილი დაკავების მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მსახიობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.