"ახლავე დამიბრუნეთ ჩემი შვილი!" - სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი კიევის აეროპორტში დააკავეს.ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა: "ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 11 წლის შვილი და მასთან მყოფი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რომელიც თან ახლავდა ჩემს შვილს ოფიციალურ მივლინებაში იმყოფება. მათ ყველა საბუთები რიგში აქვთ, მაგრამ ორი საათია უკვე, რაც ცალკე ოთახში ჰყავთ გადაყვანილი მიზეზების ახსნის გარეშე. აეროპორტში მივდივარ, რათა გავარკვიო თუ რა ხდება."