თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პირველი კადრები ადგილიდან - Palitra News

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პირველი კადრები ადგილიდან

2017-11-08 20:31:04+04:00

თელავში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.