22:14
15 ივლისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
9 წლის ზემოთ ავტომობილის განბაჟება გაძვირდება
15-12-2015
განბაჟების ახალი პროცედურის მიხედვით, ძველი ავტომობილის აქციზი მოიმატებს, რაც ზოგადად, ავტომობილების ფასის, სავარაუდოდ, 30%-იან ზრდას გამოიწვევს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, 9 წლის ზემოთ ავტომობილის განბაჟება გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ახლის.

დღეს 1 წლის ავტომობილის ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრისთვის 1,5 ლარია გადასახდელი, გამოშვების წლების მატებასთან ერთად ეს თანხა იკლებს და 0,5 ლარამდე მცირდება, როცა მანქანის ასაკი 7-დან 12 წლამდე დიაპაზონშია. შეიცვლება სწორედ ეს პრინციპი - ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისთვის კი მოიმატებს.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები