ახლა უკვე მზის ენერგიის გამომუშავება და თქვენი ტექნიკის დატენვა სეირნობის დროსაც კი შეგიძლიათ. PocketPower ეს არის პორტატული მზის პანელი რომელიც მზის ენერგიას მოიხმარს და მას ელექტროენერგიათ გარდაქმნის. როგოც ამბობენ, ეს არის ყველაზე კომპაქტური და თანამედროვე მზის პანელი, რომელიც იკეცება და შარვლის ჯიბეში ეტევა. მზის დამტენის გამოყენება შეიძლება ლაშქრობის, მოგზაურობის ან უბრალოდ სეირნობის დროს. მაშ სეუძლია დატენოს ყველა USB ხელსაწყო, მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ენერგო ბანკი, GPS, ბლუთუზიანი ყურსასმენები, პორტატული სპიკერები და სხვა უამრავი ხელსაწყო. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობას მუშაობა და ენარგიის გამომუშავება - 20 და-70 გრადუსშიც კი შეუძლია. გარდა ამისა, მზის პანელის მიმაგრება ზურგჩანთაზეც შეიძლება, და თქვენი ტექნიკის გადაადგილების პარალელურად დატენვა. როგორც ამბობენ ის ყინვა და წყალგამძლეა, შესაბამისად სხავადსხვა ტექნიკის დატენვა მაშინაც კი შეგიძლიათ, როდესაც პანელი სველდება. მისი გამოყენება ძალიან ადვილია, საკმარისია პანელი გაშალოთ, მზეს მიუშვიროთ, თქვენი მობილური USB კაბელით დაუკავშიროთ და ის მყისიერად დაიწყებს დატენვას. მისი სისქე 2 სანტიმეტრია და 200 გრამს იწონის. რაც მთავარია, ის უსაფრთხოა და არავითარ ზიანს არ აყენებს გარემოს. PocketPower მარტივად იკეცება და იშლება მაგნიტების მეშვეობით.