საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში 6–11 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19–24 გრადუსამდე გათბება. ტემპერატურა ღამითაც მოიმატებს და 10–15 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ამაღამ 2–7 გრადუსია მოსალოდნელი. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში დღისით დაახლოებით 14–19 გრადუსი იქნება, ღამით კი 5–10 გრადუსი.7 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, ხოლო 7 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.