"საქსტატი": სურსათის ნაწილი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაძვირდა - ექსპერტების პროგნოზით, პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს - Palitra News

"საქსტატი": სურსათის ნაწილი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაძვირდა - ექსპერტების პროგნოზით, პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს

2017-11-03 23:07:23+04:00

პროდუქტებზე ფასები გაიზარდა - "საქსტატის" მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რამაც, თითქმის, ყველა სახის პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია. ფასები, დაახლოებით, 28%-ით გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, დაახლოებით, 14%-ით ხილის ჯგუფზე და, დაახლოებით, 9%-ით ხორცპროდუქტებზე. ფასების დაახლოებით 15%-იანი ზრდაა ტრანსპორტის ჯგუფში, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე კი ფასების 17%-იანი ზრდა გვაქვს. დაახლოებით, 5.8%-ით გაიზარდა ფასები გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზეც. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფში კი ფასები 6,5%-ით გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, პროდუქტებზე ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს.