ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავტოავარია ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი. ავტოსაგზაო შემთხვევისსას ერთმანეთს "მიცუბიშისა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.