ვგმობთ, კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მხარს ვუჭერთ ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება - საქართველოს მთავრობა - Palitra News

ვგმობთ, კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მხარს ვუჭერთ ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება - საქართველოს მთავრობა

2017-10-28 18:25:41+04:00

საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

"საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.