"შემოსვლას იწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რაც მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს" - როდის გაუარესდება ამინიდი მთელი საქართველოს მასშტაბით? - Palitra News

"შემოსვლას იწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რაც მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს" - როდის გაუარესდება ამინიდი მთელი საქართველოს მასშტაბით?

2017-10-28 17:18:03+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 30 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება. ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა. ქვეყნის უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.