სიტყვები "ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა, როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს - პატრიარქი - Palitra News

სიტყვები "ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა, როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს - პატრიარქი

2017-10-28 15:30:33+04:00

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "იესო ტკბილის" პარაკლისი გადაიხადა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიტყვების "ჩვენთან არს ღმერთი" მნიშვნელორბაზე ისაუბრა.

"ეს სიტყვები - "ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.პარაკლისის დროს პარტიარქმა ტაძარში მყოფი პატარები მიიწვია. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.