თელავის რაიონში მთის ფერდობზე მანქანა გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა - დაშავებულია 3 ადამიანი - Palitra News

თელავის რაიონში მთის ფერდობზე მანქანა გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა - დაშავებულია 3 ადამიანი

2017-10-25 10:21:16+04:00

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. მთის ფერდობზე მოძრავი მაღალი გამავლობის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა, ორი კი სამაშველო ბრიგადის დახმარებით ამოიყვანეს. სამივე მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.