10:56
25 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
89 წლის მხიარულმა დაქალებმა, რომლებიც 11 წლიდან მეგობრობენ, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება გადაწყვიტეს
13-01-2020

კეტლინ სევილი და ოლივერ ვუდვარდი 1941 წლიდან მეგობრობენ. როცა ერთმანეთი გაიცნეს 11 წლისები იყვნენ. ახლა მათი ასაკი 80 წელია და მთელი ცხოვრება ერთად განვლეს. ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები არიან.

ბებოები უერთმანეთოდ 10 წუთიც ვერ ძლებენ და ასაკში კიდევ უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი.

რამდენიმე კვირის უკან მათ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება გადაწყვიტეს. მენსფილდში, ბერი ჰილ პარკის თავშესაფარში პირველად სევილი გადავიდა საცხოვრებლად, მას საუკეთესო მეგობარმაც მალევე მიბაძა.

"თუ ბედნიერი ვარ, ან პრობლემა მაქვს, მაშინვე კეტილთან მივდივარ. ჩვენი ყველა შეხვედრა სიცილით და ბედნიერად მტავრდება", - ამბობს ილივე ვუდვარდი. მას სჯერა, რომ საუკეთესო მეგობრის ნახვას მასზე პოზიტიური გავლენის მოხდება შეუძლია. ასევე ამბობს, რომ როდესაც კეტინი თავშესაფარში არ არის, ძალიან განიცდის და დეპრესიაშია სანამ მეგობარი არ დაბრუნდება.

"ყოველ დღე მთელ დროს ერთად ვატარებთ" - ამბობს ოლივი. მისივე თქმით, კეტლინთან არასოდეს უჩხუბია და სწორედ ეს არის ხანგრძლივი მეგობრობის მტავარი მიზეზი.

ბრიტანელ ბებოებს სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგაც იმქვეყნიურ სამყაროში ერთად იქნებიან.

"როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინვე ვიცოდით, რომ სამუდამოდ მეგობრები ვიქნებოდით. ვაპირებთ, რომ სამოთხეშიც ვიმეგობროთ" - ამბობს კეტლინი

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები