თანასწორობა ჩვენს გარემოში - ომბუდსმენი თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლისთვის საინფორმაციო კამპანიას იწყებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უმცირესობათა თანასწორობის საკითხები ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობები საქართველოში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს. კვლევის თანახმად, ძირითადად, მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფაქტები გამოვლინდა. ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში, კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი. სახალხო დამცველმა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 201 საქმე შეისწავლა.